Posts

Showing posts from July, 2018

მერვე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები წარმოვადგენთ. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩქვენი ნამუშევრის  გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოამზადეთ პრეზენტაცია თქვენი კოლეგებისთვის.მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისგანაც...ნამდვილად ეფექტური მუსაობა გამოგვივიდა.

პრეზენტაცია

პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და ნახეთ პორტფოლიო

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მოცემულ მოდულში განიხილთ, როგორ შევქმენით სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ გამოიყენოთ ტექნოლოგიები ჩქვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია ან ვებრესურსი. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის.

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ  და  დაათვალიერეთ ჩემი სავარჯიშო პორტფოლიო

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...  განვიხილეთ მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები,ესენია: მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს. მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ. მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ. მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს: შინაარსი პროცესი პროდუქტი სასწავლო გარემო მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები. ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა ...

სავარჯიშო პრეზენტაცია

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით,რომელიც ხელს უწყობს სწორად და გასაგებად შევაფასოთ პროექტი.გავეცანით მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს

მეოთხე მოდულის რეფლექსია

 ამ მოდულზე გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის.განვიხილეთ პრეზენტაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები  ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია 

მესამე მოდულის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, ვინაიდან ინტერნეტი ხომ  კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.შესაბამისად მისი სწორად გამოყენება აუცილებელია სწავლების გაუმჯობესებისთვის. ამ მოდიულის დახმარებით მე შევისწავლე  კერძოდ თუ  როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის, როგორ უზრუნველვყო ინტერნეტი პასუხისმგებლობით და კომპეტენტური გამოყენებით. გარდა ამისა, შევისწავლე  თუ როგორ უნდა გამოვიყენო საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით, რომ ეს ცოდნა შემდგომში მოსწავლეებსაც გავუზიარო, ასევე  გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესები.შევისწავლე, რომ  ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მეორე მოდულის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტები,მიზნები და შედეგები,რომელიც გათვლილი იყო ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით,რომელიც პროექტის გეგმის შედგენაში დაგვეხმარება.გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც  ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. გავეცანი აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების კომპონენტებს და მათ მნიშვნელობას. ესენია ზოგადი, თემატური და შენაარსობრივი კითხვები. მოდულის გამოყენებით გავეცანი შეფასების სტრატეგიებსაც, რომელებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და  პროგრესს.

პირველი მოდულის რეფლექსია

     ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ,საჭიროა უფრო მეტი მუშაობა,რომ დავხვეწო და შემდგომ სასწავლო პროცესისთვის შევისწავლო და განვავითარო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევები. ამ  ტრენინგმა გამაცნო თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გარდა ამისა შევისწავლე 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, აგრეთვე სწავლების დროს უმნიშვნელოვანესი და  გამოსადეგი ოპერაციები, როგორებიცაა: ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით, პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნების შექმნის პრინციპები, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და სხვა