მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით...  განვიხილეთ მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები,ესენია:

  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს.
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ.
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები.
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

Comments

  1. ნამდვილდ საინტერესო, დატვირთული მოდული იყო. გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მესამე მოდულის რეფლექსია