მეორე მოდულის რეფლექსია

    ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტები,მიზნები და შედეგები,რომელიც გათვლილი იყო ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით,რომელიც პროექტის გეგმის შედგენაში დაგვეხმარება.გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. გავეცანი აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების კომპონენტებს და მათ მნიშვნელობას. ესენია ზოგადი, თემატური და შენაარსობრივი კითხვები. მოდულის გამოყენებით გავეცანი შეფასების სტრატეგიებსაც, რომელებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და  პროგრესს.

Comments

  1. ქალბატონო ხათუნა! თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ის აქტივობები ,რომლებიც განვიხილეთ ამ მოდულზე. წარმატებები.

    ReplyDelete
  2. დიახ, გეთანხმებით, მიმართულების მიმცემი კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და პროგრესს.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მესამე მოდულის რეფლექსია

მეექვსე მოდულის რეფლექსია