მიმდინარე მოდული დამეხმარა , გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით,რომელიც ხელს უწყობს სწორად და გასაგებად შევაფასოთ პროექტი.გავეცანით მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით... განვიხილეთ მეექვსე მოდულის ძირითადი საკითხები,ესენია: მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ, მცირე ცვლილებებს მოიცავს. მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ. მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ. მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების ოთხ სახეს: შინაარსი პროცესი პროდუქტი სასწავლო გარემო მასწავლებლებს შეუძლიათ, სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის, განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, მარცხენა ნახევარსფეროზე/მარჯვენა ნახევარსფეროზე დამოკიდებული შემსწავლელები, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები. ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა ...
ამ მოდულზე გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის.განვიხილეთ პრეზენტაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტები,მიზნები და შედეგები,რომელიც გათვლილი იყო ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით,რომელიც პროექტის გეგმის შედგენაში დაგვეხმარება.გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. გავეცანი აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების კომპონენტებს და მათ მნიშვნელობას. ესენია ზოგადი, თემატური და შენაარსობრივი კითხვები. მოდულის გამოყენებით გავეცანი შეფასების სტრატეგიებსაც, რომელებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და პროგრესს.
Comments
Post a Comment