მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, ვინაიდან ინტერნეტი ხომ კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.შესაბამისად მისი სწორად გამოყენება აუცილებელია სწავლების გაუმჯობესებისთვის. ამ მოდიულის დახმარებით მე შევისწავლე კერძოდ თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის,როგორ უზრუნველვყო ინტერნეტი პასუხისმგებლობით და კომპეტენტური გამოყენებით. გარდა ამისა, შევისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით, რომ ეს ცოდნა შემდგომში მოსწავლეებსაც გავუზიარო, ასევე გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესები.შევისწავლე, რომ ელფოსტა,
ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები
მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი
მსოფლიოს მასშტაბით.
ჩემთვის ამ მოდულის გავლისას ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია საავტორო უფლებების დაცვის თემამ
ReplyDelete